კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 064 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.16%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 870 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 135 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 4.16%-ია, ბოლო 7 დღის - 4.13%, ბოლო 14 დღის კი 4.26%.  

1 064 ახალი შემთხვევიდან თბილისში 543 დადასტურდა, აჭარაში - 125, იმერეთში - 99, ქვემო ქართლში - 62, შიდა ქართლში - 25, გურიაში - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 104, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 17.

21 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 335 769 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 316 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა.  

ქვეყანაში კორონავირუსის 14 785 აქტიური შემთხვევაა. 893 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 430 მკურნალობს, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 219 პაციენტია, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 11, იმერეთში - 16.


ქვეყანაში 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები