ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

მეუფე ნიკოლოზი: თუ პირადად ლომჯარიას უნდა ბავშვთა სახლში შესვლა, არ მგონია, პრობლემა იყოს

ვის არ აჩვენებს მეუფე სპირიდონი? თუ სახალხო დამცველზეა ლაპარაკი მაინცდამაინც, პირადად მასზე, ვიცნობ და არაჩვეულებრივი ქალბატონი ბრძანდება ქალბატონი ნინო, ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი, მიმზიდველი, განათლებული, კარგი ადამიანია, მას თუ უნდა შესვლა, არ მგონია, რამე პრობლემა იყოს. მე არ მგონია პრობლემა იყოს მის რომელიმე თანამშრომელზე, უბრალოდ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს თანამშრომლები მომზადებულები არიან შესაბამისად... რაც შეეხება იმას, რომ ესენი თქვენი თანდასწრებით შევიდნენ, თქვენ ვინა ხართ, მედია, ხო? თუ თქვენ გინდათ პირადად, შევიდეთ, მე არ მგონია, პრობლემა იყოს, მაგრამ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ტელევიზიების თანხლებით? ეს არის გამორიცხული. თუ არ გინდათ ტელევიზიით, მაშინ გაირკვევა ეს ამბავი

მეუფე ნიკოლოზი TV პირველის ეთერში, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ მოვლენებზე. აღსანიშნავია, რომ სხალთელი მიტროპოლიტის, მეუფე სპირიდონის დავალებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის მონიტორინგის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარები