ვაქცინაცია საქართველოში

Pfizer: საქართველო 1 მილიონ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს

ფოტო: Dado Ruvic , Reuters

საქართველოში 1 მილიონი დოზა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ ტაბულას Pfizer-ის ოფიციალურმა წყარომ დაუდასტურა. კომპანიის თქმით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულებულია.

"კომპანია მოხარულია, გაუწყოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ნაწილი  SARS-CoV2-ის წინააღმდეგ 1 მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად დასრულებულია. კომპანია ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადავა".- განუცხადა Pfizer-ის წარმომადგენელმა ტაბულას.

ამ ეტაპზე კომპანია არ აზუსტებს საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდების თარიღს. საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფაიზერის დამატებით ვაქცინებს ზაფხულში, დაახლოებით ივნის-ივლისის თვეში შემოიტანენ.

პირველად, Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა

კომენტარები