კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 104 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.8%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 032 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 603 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 3.8%-ია, ბოლო 7 დღის - 4.03%, 14 დღის კი - 4.39%. 

1 104 ახალი შემთხვევიდან თბილისში 607 დადასტურდა, აჭარაში - 83, იმერეთში - 103, ქვემო ქართლში - 57, შიდა ქართლში - 40, გურიაში - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 109, კახეთში - 46, მცხეთა-მთიანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

20 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 334 705 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 315 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 540 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ინფიცირების 14 885 აქტიური შემთხვევაა. 917 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 441 მკურნალობს, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 222 პაციენტია, მათგან თბილისში 145 მკურნალობს, აჭარაში - 12, იმერეთში კი - 16.


23:00 საათიდან 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები