კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ

საბედნიეროდ, ბოლო დღეებში შეიმჩნევა დასტაბილურების და კლების ტენდენცია. ჯერჯერობით, ამაზე ასე თამამად ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ მაინც, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ. როცა შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, ბევრ შემთხვევას მეტი სიკვდილიანობა ახლავს, ვიდრე ცოტას, მაგრამ, პროპორციულად ყველა დადასტურებული შემთხვევიდან, თუ გარდაცვალების პროცენტს ავიღებთ, ეს საქართველოში იყო დაბალი და ახლაც რჩება დაბალი

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები