საგარეო ვაჭრობა

იმპორტი 10.1%-ით გაიზარდა – რას ყიდულობს საქართველო 2021 წელს

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $3 929 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია. 

საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 1 199 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.6% მეტი), ხოლო იმპორტი 2 730 მლნ. აშშ დოლარი (10.1%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39% შეადგინა.

იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($490.5 მლნ), რუსეთი ($316.6 მლნ) და ჩინეთი ($227 მლნ).

საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 244.6 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 196.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.2%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 190.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7%).

საქსტატი

მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად 10 კაცის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა 1712.5%-ით, ასევე გაიზარდა გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისთვის განკუთვნილი მანქანების და მექანიზმების იმპორტიც 1539.1%-ით, სატვირთო ავტომობილების იმპორტი 105%-ით, ელექტროენერგიის იმპორტი 17.9%-ით, ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი კი 14.9%-ით.

კომენტარები