პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე ევროპელებზე: თვითგანადგურების რეჟიმი ჩართეს და წარმატებით მიიყვანეს ბოლომდე

ევროპულმა საქართველომ ჩართო თვითგანადგურების რეჟიმი, როდესაც მან საბოტაჟი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს, არჩევნებს არ ცნობდა ლეგიტიმურად და ეს რეჟიმი წარმატებით მიიყვანა ბოლომდე - თავი გაინადგურეს, რაც არის კარგი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.  

ევროპული საქართველო არის, იყო, უკვე წარსულში შეგვიძლია ვისაუბროთ, დაახლოებით იგივე, რაც არის ნაცმოძრაობა - თავისი მძიმე წარსულით, მძიმე აწმყოთი და ასეთივე პოტენციური მძიმე მომავლით

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი ორთან ინტერვიუში ევროპულ საქართველოზე საუბრისას. 

დღეს, 18 მაისს პოლიტიკურ საბჭოზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით, ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის.

კომენტარები