კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: არ მესმის, შენ ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?!

ჩვენ იმაზე არ ვლაპარაკობთ, რომ 5-6 მეგობარი რომ შეიკრიბება. ეს სულ იყო მთელი ეს პერიოდი. აქედან იცით, რა არის, ერთია ინფიცირებული, მეორე – გახდა ავად, წავიდა სახლში და ოჯახის წევრები გახადა ავად. ასეთი სუფრიდან დაახლოებით მივიღებთ 10 შემთხვევას, მაგრამ, როცა არის 300 კაციანი ქორწილი და 200 კაციანი ჭირის სუფრა, იქიდან 20-30 კაცი რომ გახდება ავად, წავლენ ოჯახებში და ასე, ამას მე ხომ არ ვიგონებ, სამწუხაროდ, ასეა, რეალობაა. 

იცით, რა მიკვირს? ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე, ძალიან მაინტერესებს ეს ადამიანები ვინ არიან, სად გაიზარდნენ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო დაკარგა.

უბრალოდ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მზად არიან, თავიანთი რაღაცების გამო ბევრ ხალხში ზედმეტი ქეიფი ჩაატარონ, ჩვენ ხომ არ ვუშლით რამდენიმე ადამიანის შეკრებას.. რა ვთქვა, აღარ ვიცი. 

არ მესმის, შენ ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში. 

კომენტარები