კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 562 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.26%-ია

VERGE

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 29 685 ტესტი, საიდანაც დადასტურდა 1 562 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 1 490 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე 3.72%.

ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც მძიმე პაციენტია 917 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი.

18 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 332 441 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 312 349  გამოჯანმრთელდა, 4 499 კი გარდაიცვალა.

კომენტარები