რიყის დოქები

რიყის დოქები მეოთხე ცდაზე 50%-იანი ფასდაკლებითაც არ გაიყიდა

"რიყის დოქები"

მთავრობამ ე.წ. "რიყის დოქები" 50%-იანი ფასდაკლებით, 47.5 მილიონადაც ვერ გაყიდა და აუქციონი ჩაიშალა, რომელიც დღეს, 17 მაისს დასრულდა. ეს "რიყის დოქების" გაყიდვის რიგით მეოთხე მცდელობა იყო.

მთავრობა ნაგებობის გაყიდვას აქამდე სამჯერ უშედეგოდ შეეცადა. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ორზე კი ის 71 მილიონამდე შემცირდა. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.
თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები