კორონავირუსი საქართველოში

Covid 19 საქართველოში – დადებითობის დღიური მაჩვენებელი კვლავ 4%-ზე მაღლაა

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რამდენიმე დღიანი კლების შემდეგ კვლავ 4%-ზე მაღლაა. 

15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.08 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.96%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3.90%.

ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 23 742 ტესტი, დადასტურდა 968 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 903 პაციენტი. 

16 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  330 375 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 308 821 გამოჯანმრთელდა, 4 442 კი გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელი ერთ-ერთი კომპონენტია, რის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შეზღუდვების მოხსნა-დაწესებას განიხილავს. ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ "უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ეს ყველაფერს შეეხება ერთობლივად".

საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეები 13 მაისს დასრულდა, ტრანსპორტმა და სასწავლო დაწესებულებებმა მუშაობა  განაახლეს. ქვეყანაში ექვსი თვის წინ დაწესებული კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, ასევე, რესტორნები და კვების დაწესებულებები შაბათ-კვირას არ მუშაობენ.

 

კომენტარები