მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონი: გაძარცვულია ეკლესია და ლიბერასტები გვეუბნებიან 25 მილიონი რატომ გაქვთო

დღეს ფაქტიურად გაძარცვულია ჩვენი ეკლესია და არის იმ მდგომარეობაში, რომელიც იმ წყეულმა ლენინმა, მანამდე ჟორდანიამ, შეჩვენებულმა, ძაღლი მიაკვდა საფლავში და მერე ბოლშევიკებმა გააკეთეს, აი, ამ მდგომარეობაშია.. და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, ეს 25 მილიონი რატომ გაქვთო? აი, ეს ლიბერასტები, ძალიან უხეში სიტყვა რომ არ ვიხმარო.

ეს ვირეშმაკა ტელევიზიები კიდევ, ეს TV პირველი, რუსთავი 2, ეს მთავარი არხი, ფორმულა, დღე და ღამე რომ გვლანძღავენ, ეკლესიას. თავის ტოტს ჭრიან, რომელზეც ზიან. იმ ჭიქაში აფურთხებენ საიდანაც წყალს სვამენ. ეს უკეთური ხალხი, ეს უკეთური ადამიანები, რომლებსაც ქართველობის და ადამიანობის ნიშან-წყალი აღარ შემორჩათ. 

ამბობს სხალთელი მიტროპოლიტი, მეუფე სპირიდონი ქადაგებაზე. 

კომენტარები