კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 576 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.56%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 44 278 ტესტი, აქედან დადასტურდა 1 576 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 584 ადამიანი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%.

1 576 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა - 92, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 51, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 77, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე 17 037 აქტიური შემთხვევაა. 912 მძიმე პაციენტია, აქედან 207 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

15 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 329 407 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 307 918 გამოჯანმრთელდა, 4 426 კი გარდაიცვალა.

საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეები 13 მაისს დასრულდა, ტრანსპორტმა და სასწავლო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლეს. ქვეყანაში ექვსი თვის წინ დაწესებული კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, ასევე, რესტორნები და კვების დაწესებულებები შაბათ-კვირას არ მუშაობენ.

კომენტარები