ვაქცინაცია

გამყრელიძე: ალბათ, Sinopharm-ის დამატებით ნახევარ მილიონ დოზას ივნისსა და ივლისში მივიღებთ

ამ წუთებში საქართველოში არის 50000 გადანახული Sinopharm-ის ვაქცინის დოზა, რომლითაც მეორე აცრა უნდა ჩაუტარდეთ, ვინც პირველი აცრა Sinopharm-ით ჩაიტარა. დღეს დილისთვის, 17 000 -ზე მეტმა ჩაიტარა უკვე ამ ვაქცინით იმუნიზაცია და ჯავშანი აქვს 26 000 ადამიანს, აქედან 24 000 პირველ დოზაზე. ამჟამად კლინიკებში და ცენტრალურ საცავში არის დაახლოებით 8 -9 ათასი Sinopharm-ის ვაქცინა, რომელიც განკუთვნილია ე.წ ესენციალური ჯგუფებისთვის, ეს არის ჯარი, პოლიცია, პენიტენციური სისტემა და კიდევ რამდენიმე ჯგუფი. 

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და თითქმის დასრულებულია, რომ დიდი ალბათობით, საქართველო დამატებით Sinopharm-ის ნახევარ მილიონ დოზა ვაქცინას ორ პარტიად, ივნისსა და ივლისში მიიღებს

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

კომენტარები