თუ ვინმეს წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ყველაფერს დაადგენს გამოძიება ისევე, როგორც მელიას შემთხვევაში.
ვინ ვის მოერეოდა, ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. რაც შეეხება გამოძიებას, ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა