ვაქცინაცია

გაბუნია: როცა გვექნება რეკომენდაცია მოზარდების აცრის, ჩვენი პროგრამაც გადაიხედება

საქართველოს მთავრობა

"როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში ფაიზერის ან რომელიმე სხვა ვაქცინის გამოყენების შესახებ, ჩვენი ვაქცინაციის პროგრამაც გადაიხედება". – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტის კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ფაიზერის დამატებით დოზებს, შესაძლოა თუ არა, რომ საბჭომ იმსჯელოს მოზარდებში ვაქცინაციაზე. 

მისივე თქმით, თუ რომელ ჯგუფში უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება, დამოკიდებული იქნება როგორც მწარმოებლის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე.

"რა თქმა უნდა, როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში ფაიზერის ან რომელიმე სხვა ვაქცინის გამოყენების თაობაზე, ჩვენი ვაქცინაციის პროგრამაც გადაიხედება შესაბამისად და ბუნებრივია, ეს საკითხი დაისმება ექსპერტების საბჭოს წინაშე, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ისევ და ისევ როგორც მწარმოებლის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელ ჯგუფში უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება. ამ შემთხვევაში ფაიზერი მაქვს მხედველობაში". – ამბობს გაბუნია.

კომენტარები