კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: შეიძლება, AstraZeneca-სთან მიმართებით მოხდეს ასაკის მოდიფიცირება

ასტრაზენეკასთან დაკავშირებით, როგორც იცით, აზრთა სხვადასხვაობა არის არამხოლოდ ჩვენთან, არამედ სრულად ევროპის რეგიონში. გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ მოხსნა ასაკობრივი შეზღუდვა, რაც ჩვენთვის იყო კიდევე ერთი დადასტურება იმისი, რომ ის მოსალოდნელი გართულება, რომელიც შესაძლებელია, რომ ასტრაზენეკას უკავშირდებოდეს, იმდენად იშვიათია, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული სარგებელი ნებისმიერ ასაკში აჭარბებს იმ რისკს, რაც, შესაძლოა, იყოს განპირობებული. დღეს კიდევ ვიმსჯელეთ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიცირება ასაკის ასტრაზენეკასთან მიმართებაში, რადგან ჩვენც მოგვმართავს ძალიან ბევრი მოქალაქე, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალები და ისინი გვთხოვენ, რომ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა. 11 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 324 256 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 303 679 გამოჯანმრთელდა,  4 336 კი გარდაიცვალა.

კომენტარები