პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: გვაქვს ინოვაციური მიდგომები, აი, გარმონისებრი ბიულეტენი

უამრავი, დაახლოებით ერთი 35-40 ფუნდამენტური ცვლილებაა, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სანდო - ადამიანი, რომ მიდის არჩევნებზე არ ეშინოდეს, რომ მის ხმას ვინმე მოიპარავს. გვაქვს ახალი ინოვაციური მიდგომები, აი, გარმონისებრი ბიულეტენი, რომელსაც აქვს ბარკოდი და შტრიხკოდი და ეს ყველაფერი კონტროლდება, რათა გარეთ არ გაიტანოს ვინმემ კარუსელისთვის

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

კაჭრეთში ხელისუფლება და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. 

კომენტარები