ჟურნალისტზე ძალადობა

მეუფე ნიკოლოზი მეუფე ანტონზე: ჟურნალისტმა მოახერხა და გამოიყვანა მწყობრიდან, ჩაუსაფრდა

ძალადობა ყოვლად გაუმართლებელია. მე ვთქვი, რომ მეუფე ანტონს თვითონაც არ მოსწონს თავისი საქციელი, მეც არ მომწონს. უბრალოდ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მოახერხა ჟურნალისტმა მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან. მე იმ 11-ს დავიმახსოვრებ და მე-15 შემთხვევაზე თქვენც შეგიძლიათ გამომიყვანოთ მწყობრიდან, იმიტომ, რომ მე ადამიანი ვარ.

მეუფე ანტონის საქციელი მიუღებელია, როდესაც ის გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, ეს არ ამართლებს, მაგრამ გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ჩაუსაფრდა ჟურნალისტი.

ჩვენ აბსოლუტურად არ გავურბივართ პირად პასუხისმგებლობას. თუ ეს საკითხი ასეთნაირად დადგება, რომ ამას სამართალდამცველები გამოიკვლევენ, ჩვენ არასოდეს, არანაირ პასუხისმგებლობაა არ გავურბივართ

ასე ეხმიანება ახალქალაქის, კუმურდოს  და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი,  ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას.

კომენტარები