მდინარე რიონი

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

Tabula

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. 

"საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი  და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა". – აცხადებს უწყება. 

ახალგაზრდა კაცი 10 აპრილს გაუჩინარდა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები