ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: Sinopharm-ი განთავსდება COVAX-ზე, სადაც შედარებით დაბალია ვაქცინის ფასი, ვიდრე პირდაპირ

მას შემდეგ, რაც Sinopharm-მა მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დარწმუნებული ვარ, ის განთავსდება COVAX-ზე და უკვე COVAX-ის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. შედარებით დაბალია ვაქცინის ფასი COVAX-ზე, ვიდრე პირდაპირი მოლაპარაკებების დროს ხდება შეძენა.

Sinopharm-ის აღიარების შემდეგ, მასზე ხელმისაწვდომობა, დარწმუნებული ვარ, ბევრ ქვეყანაში უფრო გაიზრდება. ჩვენთვისაც ჰქონდა ამას დიდი მნიშვნელობა, რადგანაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობდა.

ჩვენ ამ ვაქცინის გამოყენება ჯანმო-ს მიერ აღიარებამდე დავიწყეთ, თუმცა გვქონდა გარკვეული ინფორმაციები მიმდინარე პროცესების შესახებ. ასევე, ის, რომ 45 ქვეყანაში აღიარებული იყო, გამოიყენება. ამიტომ ვფიქრობ, რომ Sinopharm-ის გამოყენება და, ზოგადად, კოვიდვაქცინების გამოყენება უფრო გაფართოვდება და ხელმისაწვდომობა გაიზრდება

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

კომენტარები