Moderna

Moderna-ს ვაქცინა 12-17 წლის ბავშვებში 96%-ით ეფექტიანია

კომპანია Moderna-ს მეორე ფაზის კვლევის შედეგებით, Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში 96%-ით ეფექტიანია.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ცდაში მონაწილეობას 3 200 პირი იღებდა, აქედან ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ 12 მათგანს დაუდასტურდა. 

Moderna-ში თქვეს, რომ აცრის შედეგად სერიოზული გვერდითი მოვლენა რა გამოვლენილა. ხშირი გვერდითი მოვლენა იყო ტკივილი ნანემსარის ადგილას, თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და შეციება. 

კომპანიაში განაცხადეს, რომ მოზარდების კვლევაში აგრძელებენ მონაცემების შეგროვებას.

5 მაისს კანადის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Pfizer/BionNTech-ის კორონავირუსის ვაქცინით აცრა დაუშვეს.

აშშ-ს ჯანდაცვის ოფიციალურ პირის თქმით, აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია მსგავს ნაბიჯს, სავარაუდოდ, "ძალიან მალე" გადადგამს.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში.

კომენტარები