პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ზურაბიშვილისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა ამნისტიის კანონში

მესამე საკითხი, რაზეც ასევე ვისაუბრეთ, ეს არის ამნისტიაში ჩანაწერი, ნიკა მელიას ჩანაწერი, უხეშად რომ ვთქვათ, რაზეც ვისაუბრეთ და ღიად გეტყვით, რომ ვფიქრობ, აქ თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან და ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო. პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ერთ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონ ზურაბიშვილს, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში. ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავარეგულიროთ ეს პროცესი და მივიღოთ ამნისტიის ის კანონი, რომლითაც ნიკა მელიას გავათავისუფლებთ

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

ქართული ოცნების ვერსიისთ, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი. ოცნების დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე.

ვის შეეხება 20 ივნისის ამნისტია - ნახეთ ქართული ოცნების ვერსია 

კომენტარები