უძრავი ქონება

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ღირებულება თბილისის უბნებში ბოლო 5 წელიწადში

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სტატისტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ღირებულების შესახებ. 

2021 წლის მარტის მონაცემებით, თბილისის უბნებს შორის 1 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, სადაც საშუალო ფასი 1 281 დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს 1 159 დოლარით ვაკე იკავებს, მესამეს კი – კრწანისი, სადაც უძრავი ქონების ღირებულება 956 დოლარია. 

ყველაზე იაფი უძრავი ქონება სამგორშია, სადაც კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 622 დოლარია, ბოლო 5 წელიწადში აქ საშუალო ფასი 67 დოლარით გაიზარდა. 

2016 წლის მარტის სტატისტიკასთან შედარებით, საბურთალოს გარდა, უძრავი ქონების ფასი თბილისის ყველა უბანში გაიზარდა. 

შედარებისთვის, მთაწმინდაზე 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების საშუალო ფასი 21%-ით, ვაკეში 16%-ით, გლდანში კი 16%-ით გაიზარდა.  

თბილისის უბნებში 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასების ცვლილება  ბოლო 5 წელიწადში: 

წყარო: ISET
​​​​​​

კომენტარები