ყარაიის ველის დიდი ტერიტორია, მრავალ კილომეტრთან ერთად, დავითგარეჯის მცირე ტერიტორიით - პირველ რიგში ბერთუბანია აქ მხედველობაში, - საქართველოს ოკუპაციის ინიციატორმა სტალინმა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ცხრა ახალი ძეგლი დაუდგა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გადასცა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, ოღონდ დღეს, ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ეს მონაკვეთი შეთანხმებული არ არის და იმ კეთილსინდისიერ მოხელეებს, რომლებმაც დაიცვეს მთელი ეს წლები საქართველოს ტერიტორია და საქართველო მთელი ეს წლები ცდილობს ეს ტერიტორია გაუცვალოს სხვა ტერიტორიაში აზერბაიჯანს, ქართული ოცნება, ზუსტად სტალინურ სტილში ცდილობს მათ სოციალურ მკვლელობას.
დავითგარეჯის საქმე
კანდელაკი მელაშვილზე: ოცნება სტალინურ სტილში ცდილობს ამ ადამიანის სოციალურ მკვლელობას
tbl.ge/5jc0
დაკოპირდა

უთხრა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა მთავარ არხს.
ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამავე თემაზე
- "ფაქტია, რომ პროცესი ჭიანურდება" – სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა
- ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების მუშაობაში პრეზიდენტი არ ერევა
- კობახიძე: პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა
- მელაშვილი: ჩემი სამსახური გააუქმეს – არ ვიცი რას აპირებენ, რა აქვთ მოფიქრებული
- მშვენიერაძე: არ გაინტერესებთ ღარიბაშვილი ხიდაშელის რუკით რატომ არ იბრუნებს ტერიტორიებს?