9-წლიანი პაუზის შემდეგ, ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
ჩელსისა და მადრიდის რეალს შორის ნახევარფინალური შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც ლონდონელებმა მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით 2-0, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში 3-1 გამოვიდა.
უკანასკნელად ლონდონის ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2012 წელს ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსი მეორე ინგლისურ გუნდს - მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში პარის სენჟერმენი ანგარიშით 2-0, ორი მატჩის ჯამში კი 4-1-ით დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს სტამბულში გაიმართება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



