ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ის ალიევს შეხვდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას თავად ღარიბაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

"ყურადღება გავამახვილეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გავუსვით ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.

ჩვენ ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ. მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პრეზიდენტ ალიევს ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის და მოხარული ვიქნები ვუმასპინძლო მას თბილისში". – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები