ვაქცინაცია

იმნაძე: Sinopharm-ის ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა

ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება და პოლიკლინიკურ ქსელში გაფართოვდება ვაქცინაცია. რაც შეეხება თვითონ Sinopharm-ის ვაქცინას, ესაა ძალიან გამოცდილი ვაქცინა. ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც დიდი წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე. ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა და ქვეყანაში ამ ვაქცინით  აცრები 4 მაისს დაიწო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] მასალებში SINOPHARM-ის ეფექტურობა 78.1%-ით განისაზღვრა, თუმცა ავტორიზაცია ჯერ არ მიუცია

კომენტარები