მე ამ ფაქტზე ძალიან მოკლე ინფორმაცია მივიღე გზად და უფრო ღრმად ვერ ჩავუღრმავდები. ზოგადად, ის, რომ ძალადობა არ შეიძლება, ეხება ყველას და ნებისმიერ ადგილზე. ის, რომ ხელისუფლების ორგანიზებული არის, ამას მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას არაფერში არ სჭირდება. როგორ შეიკრიბა და იქ მონასტერში სასულიერო პირებიც და მრევლიც არიან იმ სოფლელები. ამიტომ, ეს ამბავი ძალიან სწრაფად გავრცელდება სოფელში. ეს არის რეალობა, ის, რომ ხელისუფლებამ ეს დაგეგმა და გააკეთა, არის პრეტენზიის წაყენების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან. ზოგადად, ივერი მელაშვილი რომ ჩაყავდათ იმ მონასტერში, სადაც ამ მონასტერმა მთელი თავისი მოღვაწეობის ნაწილი შეალია იმას, რომ ემტკიცებინა, ეს არ არის აზერბაიჯანის და არის საქართველოსი რუკების მიხედვით, რომელიც უნდა განხილულიყო და რომელიც, სამწუხაროდ, იყო უგულებელყოფილი, ბუნებრივია, იმას იქ გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]
დავითგარეჯის საქმე
ქადაგიშვილი მელაშვილზე: რომ ჩაჰყავდათ მონასტერში, გულმხურვალე შეხვედრას არ [მოუწყობდნენ]
tbl.ge/5j9z
დაკოპირდა
ამბობს პალიტრანიუსის ეთერში ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.
ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს დღეს, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-ს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამავე თემაზე
- "ფაქტია, რომ პროცესი ჭიანურდება" – სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა
- ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების მუშაობაში პრეზიდენტი არ ერევა
- კობახიძე: პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა
- მელაშვილი: ჩემი სამსახური გააუქმეს – არ ვიცი რას აპირებენ, რა აქვთ მოფიქრებული
- მშვენიერაძე: არ გაინტერესებთ ღარიბაშვილი ხიდაშელის რუკით რატომ არ იბრუნებს ტერიტორიებს?