ყველა ერთად მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, მთავრობა ვერ გავა ამ პროცენტზე - საზოგადოება უნდა გავიდეს. ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავუნერგოთ ის, რომ ამ ძალიან დიდი გამოწვევის, "ჭირის" დამარცხება მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
თუ მოზრდილი მოსახლეობის 60-70% იქნება ვაქცინირებული, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება. აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, აღარ დაგვჭირდება დიდი დისტანციების დაცვა, შეგვიძლია, ისევ შევიკრიბოთ... ამისთვის ყველა უნდა ავიცრათ და მაგალითი ერთმანეთს მივცეთ. [...] უნდა მივაღწიოთ 60%-ს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ. დღევანდელი ტემპით, როდესაც დღეში 1 500 - 1 700 ადამიანს ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ჩვენ უნდა ავცრათ 3-4 ათასი, ივნისში უნდა ავწიოთ 5-6 ათასამდე და ივლისიდან 10-12 ათასამდე, მაშინ, დეკემბრის ბოლოს გავალთ სამიზნე მაჩვენებელზე