გააჩნია, ვინ რატომ იცრება. მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას. თუ ვიღაც იმიტომ იცრება, რომ უნდა, ევროპაში იმოგზაუროს, გასაგებია, რომ რაღაც ეჭვები გაუჩნდება.
მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ტურისტული ინდუსტრიის 10-15% ჩინელი ტურისტებით არის დაკავებული. ისიც გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა უნგრეთი, მგონი, მილიონამდე არის სინოფარმით აცრილი. არა მგონია, უნგრეთის მოქალაქეებს დაუკეტოს ევროკავშირმა ევროპაში გადაადგილება