კორონავირუსი საქართველოში

ღიბრაძე: შემთხვევები იზრდება, თუმცა, სისტემა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზადაა

მოგეხსენებათ, ინფიცირების შემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში იზრდება, თუმცა, სისტემა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზადაა და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ვირუსის გავრცელების პრევენციას ხელი შეუწყონ, სწორად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დისტანცია

ამბობს უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე. 4 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,05%, ბოლო 14 დღის - 5,02%, ბოლო 7 დღის - 5,74%.

კომენტარები