House of the Dragon

GOT-ის პრიქველის, HOUSE OF DRAGON-ის გადაღებები დაიწყო – ფოტოები

Game of Thrones-ის პრიქველის, House of Dragon-ის გადაღებები დაიწყო და გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა.

ფოტოებში პრინცი დაემონ ტარგარიენისა და რაენირა ტარგარიენის როლების შემსრულებლები მეთ სმიტი და ემა დ'არსი ჩანან.

გადაღებები კორნუოლში მიმდინარეობს.

House of Dragon მთლიანად ტარგარიენების ოჯახის ისტორიას შეეხება და Game of Thrones-მდე 300 წლით ადრე განვითარებული ამბები იქნება ნაჩვენები.

პრიქველის გამოსვლა 2022 წელს არის დაგეგმილი.

კომენტარები