ისრაელი

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე 44 ადამიანი ხალხმრავლობას ემსხვერპლა

ისრაელში, მერონის მთაზე, ლა ბა'ომერის ფესტივალზე ხალხმრავლობის გამო 44 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.  

ათიათასობით იუდეველი, მათ შორის მრავალი ულტრაორთოდოქსი, მეორე საუკუნეში მოღვაწე რაბინი შიმ ბარ იოხაის აკლდამასთან იყო შეკრებილი, სადაც ფესტივალის ფარგლებში, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ლოცულობდნენ. 

ფესტივალის დამსწრეებმა ვიწრო გასასვლელში მოულოდნელად ხალხმრავლობა შექმნეს. ამის თავდაპირველ მიზეზად ტრიბუნის ჩამონგრევას ასახელებდნენ. ადამიანთა ნაწილი ხალხმრავლობაში ასფიქსიით გარდაიცვალა, ზოგი კი ჭყლეტაში მოყვა. 

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეოც თუ რა სიტუაცია იყო ხალხმრავლობის დროს.

ფესტივალი კოვიდპანდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდა. ისრაელის მთავრობა მორწმუნეებს ფესტივალზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან წნეხი დიდი იყო, რადგან ეს ფესტივალი რეგულაციების გამო 2020 წელსაც არ ჩატარებულა. 

ხალხის დიდი მასის ერთ ადგილზე თავმოყრა, შესაძლოა, კვლავ კოვიდ-19-ის გამო ფესტივალის ტერიტორიაზე სექციებად დაყოფის და გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია, როგორც ამას გამომცემლობა Reuters-ში ამბობენ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას მძიმე კატასტროფა უწოდა.

კომენტარები