კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 433 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.94%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 024 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 160 ადამიანი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4.94%-ია, ბოლო 7 დღის 4.72%, 14 დღის კი - 4.54%. 

1 433 ახალი შემთხვევიდან თბილისში 904 დადასტურდა, აჭარაში - 146, იმერეთში - 79, ქვემო ქართლში - 54, შიდა ქართლში - 39, გურიაში - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 99, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 28, სამცხე-ჯავახეთში -  8.

29 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 308 834 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 289 976 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 095 კი გარდაიცვალა. 

საქართველოში ინფიცირების 14 737 აქტიური შემთხვევაა. 728 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 363 მკურნალობს, აჭარაში - 68, იმერეთში - 97. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 158 პაციენტია, მათგან თბილისში - 105, აჭარაში - 14, იმერეთში - 10. 


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". 4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სააღდგომო დღეებში შეიზღუდება სასაფლაოებზე გასვლა, ჩაიკეტება სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, თუმცა, გამონაკლისის სახით, აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა ორი საათით გვიან, 23:00-ზე დაიწყება და ერთი საათით ადრე, 04:00-ზე დასრულდება.

კომენტარები