კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სწრაფი ტესტები ჩამოვიდა და ნაწილდება, ახლა გახდა PCR-ზე უკეთესი თუ როგორ არის?

სწრაფი ტესტები უკვე ჩამოვიდა. დღეს ნაწილდება უკვე. სამწუხაროდ, მომწოდებელმა ცოტათი დააგვიანა. მე უბრალოდ ის მიკვირს, რომ დეფიციტი არ შექმნილა, 30 000 ტესტი როგორც ტარდებოდა დღეში საშუალოდ, ისე ტარდება.  

კარგად მახსოვს, იყო, რატომ ტარდება სწრაფი ტესტი, რატომ არ ტარდება ყველა PCR-ითო. სწრაფი ტესტების მომწოდებელმა, სამწუხაროდ, ცოტათი დააგვიანა მოწოდება და  PCR-ით შეივსო. რაოდენობაში არაფერი არ დაკლებულა, შეივსო PCR-ით. ახლა გახდა სწრაფი ტესტი PCR-ზე უკეთესი თუ როგორ არის? ეს მაკვირვებს ხოლმე

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ფორმულასთან ინტერვიუში. 22 აპრილს ჯანდაცვის საკითხებში ევროპული საქართველოს მდივანმა, ვახტანგ კალოიანმა თქვა, რომ ქვეყანაში ანტიგენის ტესტების დეფიციტია და, იმ დროისთვის, 25 000 ტესტი იყო დარჩენილი. ინფორმაცია უარყო ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები