კრიმინალი

"ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი" – ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს

შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ცნობით, მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული.

"გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებული ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებთან კომუნიკაციას, ხოლო 2 ბრალდებული მყიდველისთვის დათქმულ ადგილზე ნარკოტიკული საშუალების განთავსებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდა. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი". – თქვეს შსს-ში ბრიფინგზე. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები