კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 578 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.76%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 373 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 909 ადამიანი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76%-ია, ბოლო 7 დღის – 4.48%, ბოლო 14 დღის კი – 4.19%. 

1 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 001 დადასტურდა, აჭარაში - 128, იმერეთში - 89, ქვემო ქართლში - 56, შიდა ქართლში - 61, გურიაში - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 84, კახეთში - 63, მცხეთა-მთიანეთში - 41, სამცხე-ჯავახეთში -  8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

27 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 305 850 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 287 938 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 043 კი გარდაიცვალა.  

ქვეყანაში ინფიცირების 13 826 აქტიური შემთხვევაა. 658 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში 309 მკურნალობს, აჭარაში - 74, იმერეთში კი - 87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 142 პაციენტია, მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 11, იმერეთში - 11.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. ქვეყანაში 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სადღესასწაულო დღეებში შეიზღუდება სასაფლაოზე სიარული, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. მთავრობის გადაწყვეტილებით, არ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

რაც შეეხება კომენდანტის საათს, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისის სახით, ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს პირველი მაისის 23:00-დან ორი მაისის 04:00-მდე. 

კომენტარები