სომხების გენოციდი

აშშ-ის სენატმა სომხების გენოციდი აღიარა

Reuters

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია ოსმალურ იმპერიაში სომხების გენოციდის შესახებ. გენოციდს კატეგორიულად უარყოფს თურქეთის ხელისუფლება. 

"ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ რეზოლუცია სომეხი ხალხის გენოციდის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ სენატი ისტორიის სწორ მხარეს დგას", — განაცხადა სენატორმა, ბობ მენენდესმა.

სენატმა რეზოლუცია მყარი უმრავლესობით მიიღო. წინა კვირებში რეზოულიციის მიღება რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორის პოზიციის გამო გაჭიანურდა. რესპუბლიკელი კანონმდებლები ფიქრობდნენ, რომ რეზოლუციის მიღება ხელს შეუშლიდა აშშ-ისა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. 

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ბოლო თვეებში ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. ამის მიზეზი ანკარას მიერ სირიაში წამოწყებული სამხედრო სპეცოპერაცია და თურქეთის მიერ რუსული საზენიტო შეიარაღების შეძენა გახდა. 

რეზოლუციას მხარი დაუჭირა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტედ კრუზმაც. სენატამდე იგივე გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა მიიღო. გუშინ სენატმა, მხარი დაუჭირა ახალი სანქციების დაწესებას თურქეთის მიმართ. 

 

კომენტარები