პოლიტიკური კრიზისი

კელი დეგნანი: მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს

ეს [შეთანხმება] მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი არის. მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეთანხმება შეძლეს. ეს რთული და გრძელი გზა იყო, რომლის დროსაც მხარეებმა რეალური გამბედაობა გამოიჩინეს და წავიდნენ იმ კომპრომისზე, რომელიც შეთანხმებაშია წარმოდგენილი. 2019 წლის ივნისის მოვლენები ყველა ქართველისთვის მტკივნეული იყო და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ამნისტიის კანონთან დაკავშირებით წინსვლაზე შეთანხმდნენ. ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ ქვეყანას წინსვლის საშუალებას აძლევს.

რა თქმა უნდა, ბატონი მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო 6 თვე განიხილებოდა, ვთვლი, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს საშუალებას აძლევს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებლობის თარგმანი.

კომენტარები