კორონავირუსი და ეკლესია

ტიკარაძე: შარშანდელივით, წლევანდელ აღდგომაზეც დიდი იმედი გვაქვს ეკლესიის მხარდაჭერის

"დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან იდგა ეკლესია ხალხის და მთავრობის გვერდით, დღესაც გვაქვს ძალიან დიდი იმედი მათი მხარდაჭერის" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სააღდგომო დღესასწაულებზე ინფიცირების გავრცელების რისკებზე საუბრისას, რუსთავი 2-ის ეთერში თქვა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ამასთან დაკავშირებით შეხვედრას პატრიარქთან, მან დადებითად უპასუხა.

"დიახ, არის დაგეგმილი შეხვედრა პატრიარქთან" - აღნიშნა ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული პრაქტიკულად არცერთი შეზღუდვა არ გავრცელებულა. კომენდანტის საათის და მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა მრავალჯერადად ორმეტრიანი სოციალური დისტანცია. ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, მრევლს საერთო კოვზითაც აზიარებდნენ.

კომენტარები