GWP-ის მფლობელმა კომპანიამ 2020 წელი 75-მილიონიანი ზარალით დაასრულა

1TV.GE

Georgian Global Utilities LTD ცნობილი, როგორც – GGU Group – 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებას ავრცელებს. GGU ჯგუფი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, თბილისის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სერვისების ექსკლუზიური მიმწოდებლის 100%-იან წილს ფლობს.

GWP-ის მფლობელი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს ჯგუფმა 170 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სექტორიდან გამომუშავებული შემოსავალი 135 მილიონ ლარს შეადგენდა. 

რაც შეეხება წმინდა მოგებას, ჯგუფმა გასულ წელს 75 965 მილიონი ლარით იზარალა, რაც, ძირითადად, საფინანსო ხარჯებითა და ეროვნული ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილებითაა განპირობებული – 2020 წელს მხოლოდ ამ მიზეზით ჯგუფმა თითქმის 45 მილიონით იზარალა.

2019 წლის მდგომარეობით, ჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა:

  • GWP – 100% წილი
  • რუსთავწყალი – 100% წილი
  • სს სვანეთი ჰიდრო – 65.6% წილი
  • შპს ქართლის ქარის ტურბინები – 100% წილი

კომპანია GWP, რომელიც თბილისსა და მცხეთას წყლით ამარაგებს, 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 480 000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.

 

კომენტარები