კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, აღდგომას წესების დაცვისთვის, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს

ჩვენი თხოვნაა, რომ აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად დაცული იქნას რეკომენდაციები. ანუ, ტაძრის შიგნით და გარეთაც პირბადის აუცილებელი გამოყენება, ასევე დისტანციის, სანიტარული წესების დაცვა და როგორც შარშან მოხდა, ძირითად ტაძრებში რადიოფიცირება, 2 მაისს არის აღდგომა, ამ დროს თბილა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ, იქაც დისტანციის დაცვით. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ვირუსის გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველგან დაცული იქნას...

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.

კომენტარები