მეთიუ მაკკონაჰი

ჯორჯ ბუში მეთიუ მაკკონაჰის: გუბერნატორობა რთული საქმეა

ET Canada

მეთიუ მაკკონეჰიმ, შესაძლოა, ტეხასის გუბერნატორის პოსტზე კენჭი იყაროს. მსახიობს იდეა რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა და თაყვანისმცემლებს გაუზიარა.

ერთ-ერთ წინასწარ გამოკითხვაში True Detective-ის ვარსკვლავმა 45%-იანი ნდობა მიიღო, ხოლო რესპუბლიკელმა კანდიდატმა, გრეგ ებოტმა 33%. გამოკითხვაში, რომელიც 6-13 აპრილს ჩატარდა, მონაწილეობა 1126 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.

მსახიობის ინიციატივას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი გამოეხმაურა:

"გავიგე შენი ამბავი მეთიუ... სიმართლე გითხრა, გუბერნატორობა რთული საქმეა".

ბუში 1995 წლიდან 2000 წლამდე ტეხასის გუბერნატორის, ხოლო, 2001 წლიდან 2009 წლის ჩათვლით აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

კომენტარები