მეთიუ მაკკონაჰი

მეთიუ მაკკონაჰი ტეხასის უნივერსიტეტის ლექტორი გახდება

Time

49 წლის ოსკარის მფლობელი მსახიობი, მეთიუ მაკკონაჰი ტეხასის უნივერსიტეტის ლექტორი გახდება.

ის შემოდგომიდან რადიო-ტელევიზია-ფილმის კათედრაზე სწავლებას დაიწყებს. უნივერსიტეტის თქმით, ის ოსტინის კამპუსს ჯერ კიდევ 2015 წლიდან სტუმრობს. მათივე თქმით, ისინი აფასებენ მისი, როგორც "მასწავლებლისა და მენტორის თავდაუზოგავ შრომას".

მეთიუ 50-ზე მეტ ფილმში თამაშობს, მათ შორისაა "მოწეულები და აფორიაქებულები", "უოლ სტრიტის მგელი", "ინტერსტელარი" და "დალასის შემსყიდველთა კლუბი", რისთვისაც მან ოსკარი და ოქროს გლობუსი მოიპოვა, აგრეთვე სერიალ "ნამდვილი დეტექტივის" პირველ სეზონშიც თამაშობდა.

კომენტარები