მეთიუ მაკკონაჰი

მეთიუ მაკკონაჰიმ მოხუცებულთა სახლის მაცხოვრებლებთან ბინგო ითამაშა

ABC13

ამერიკელმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ტექსასის მოხუცებულთა სახლის მაცხოვრებლები გაართო. ოსტინში მცხოვრებმა ვარსკვლავმა ვიდეოჩეთის მეშვეობით პენსიონერებთან ბინგო ითამაშა.

თამაშის დროს მაკკონაჰიმ წამყვანის როლი მოირგო. პრიზის სახით მონაწილეებს მსახიობისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა ეძლეოდათ. თამაშს მაკკონაჰის ოჯახის წევრები - დედა, ცოლი და ბავშვები ესწრებოდნენ.

კომენტარები