კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 1 310 შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 4.33%-ია, გარდაიცვალა 12 ადამიანი

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 30 241 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1310 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 632  პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.33%, ბოლო 14 დღის - 3.38%, ბოლო 7 დღის - 4.16%.

ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან თბილისში 798 გამოვლინდა, აჭარაში - 85, იმერეთში - 72, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 39, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 113, კახეთში - 85, მცხეთა-მთიანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც 3 363 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 575 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 8 234 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 591 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პაციენტი.

21 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 299 038 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 282 869 გამოჯანმრთელდა,  3 971 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად.  21 აპრილს გახდება ცნობილი, დამატებით რა შეზღუდვები დაწესდება.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები