მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველოში უკვე მოკლეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მე ამის არ მეშინია

მე არასდროს არ მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ და ახლა ვამბობ კონკრეტულად - ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, აუცილებლად ჩამოვალ, დავჯდები თვითმფრინავზე თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. მე ვიქნები საქართველოში. 

ჩვენს მომხრეებს, რომელიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მინდა ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები. [...] მე მზად ვარ, ისევე, როგორც მზად იყო ამისთვის ნიკა მელია, ყველანაირ რისკზე წავიდე პირადი თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის. საქართველოში უკვე მოკლეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ხელიც არ აუკანკალდებათ ივანიშვილს და მის დამქაშებს მეორეჯერ ამის გაკეთების, მე ამის არ მეშინია, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს და არ შემიძლია, შორიდან ვუყურო...

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში. დღეს, 20 აპრილს სააკაშვილმა თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტი - თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს დაინიშნოს, "პრაქტიკულად, რეფერენდუმია ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე" და, მისი მტკიცებით, ამ არჩევნებამდე ჩამოვა.

კომენტარები