შიდა ვალი

ფინანსთა სამინისტრომ დამატებით 18.75 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო

2021 წლის 20 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის მიხედვით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა ქართულმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.600 პროცენტით, მაქსიმალური 8.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.600 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

კომენტარები