პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: არასდროს არის კარგი არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა

სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ფასი, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ საერთო განცხადება, სტრატეგია აღმაშენებელი არ შეუერთდა, მაგრამ თქვა, რომ სულისკვეთებას იზიარებს და გასაჯაროების მომხრე არ იყო. ვთქვით, რატომ არის პრინციპულად არასწორი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების.

იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა არჩევნებია და ამით გამოშიგვნას ვახდენთ თვითმმართველობის არჩევნების შინაარსის და ამომრჩევლებს ვაბნევთ, გაუგებარ არჩევანს ვთავაზობთ - უნდა აირჩიოს, ადგილზე რომელი პოლიტიკური გუნდი მოსწონს თუ ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს.

და არასდროს არის კარგი არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა, როცა იყო შესაძლებლობა და ახლაც კი არის, რომ გამოეჩინათ ჩვენს პარტნიორებს სიმყარე, რომ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც ჩვენი აზრით, განმუხტავდა რეალურად სიტუაციას...

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია TV ფორმულას ეთერში. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა, ხელმომწერთა რიგში არ არის ევროპული საქართველო.

კომენტარები